გამოკითხულთა უმრავლესობა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ძალადობას არ ამართლებს.
შესაბამისი კითხვით რესპონდენტებს "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) მიმართა. ეკითხვა ასე იყო დასმული - "ამართლებთ თუ არა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ძალადობას?".
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 78%-მა განაცხადა, რომ მომხდარს არ ამართლებს. თითქმის ასეთივე დამოკიდებულება აქვთ თბილისის მასშტაბით გამოკითხულებს, რომელთა 75%-სთვის მომხდარი გაუმართლებელია.
მომხდარი გამართლებულად მხოლოდ 11%-ს (საქართველოში) და 12% (თბილისში) მიაჩნია.