IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 51% ახალი მთავრობის ჩავარდნებს ვერ ასახელებს

IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 51% ახალი მთავრობის ჩავარდნებს ვერ ასახელებს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" - IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 51% ახალი მთავრობის ჩავარდნებს ვერ ასახელებს. 20%-ი კი მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას ჩავარდნა არ აქვს. 

სხვა მხრივ, მთავრობის ჩავარდნებზე პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება: - საყოველთაო ამნისტია 5%; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირება - 3%; დაპირებების შეუსრულებლობა - 3%; კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება - 2%; დაკავებები - 2%; ოპოზიცისთან დაძაბული ურთიერთობა - 2%; "ნაციონალური მოძრაობისადმი" ლოიალურობა - 2%, დასაქმების პოლიტიკა - 2%, შიდა კონფროტაცია - 2%.

IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა IRI-ის დაკვეთით ჩატარდა და დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ.