გამოკითხულთა უმეტესობა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას არ ეთანხმება

გამოკითხულთა უმეტესობა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას არ ეთანხმება

გამოკითხულთა უმეტესობა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას არ ეთანხმება. IRI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა 

საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევა მოხდება პარლამენტის მიერ და არა პირდაპირი წესით ხალხის მიერ, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 63% მკვეთრად არ ეთანხმება, 11% - ნაწილობრივ არ ეთანხმება, 9-9% მკვეთრად ეთანხმება და ნაწილობრივ ეთანხმება, ხოლო 8%-მა კითხვას არ უპასუხა ან თქვა, რომ არ იცის.

IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა.