ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია კვლავ პირველ ადგილზეა

ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია კვლავ პირველ ადგილზეა

ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით პირველ ადგილზეა. მას 91 %-ით მოჰყება ჯარი, ხოლო მესამე ადგილზეა პოლიცია - 89%-ით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნდობის რეიტინგებში მე-15 პოზიციაზეა - მას 39% ენდობა, 49% კი - არა. 

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ბოლო კვლევის შედეგად ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგის მაჩვენებელი პოლიციის შემდეგ შემდეგნაირად გრძელდება: - ქართული მედია - 84%, პარლამენტი - 82%, მას უნდობლობას 12% უცხადებს; მთავრობა - 81%, მას უნდობლობას ასევე 12% უცხადებს; პროკურატურა - 75%, არ ენდობა - 12%; საგანმანათლებლო სისტემა - ენდობა 63%, არ ენდობა - 25%; სასამართლო - ენდობა 62%, არ ენდობა - 20%, ეროვნული ბანკი - ენდობა 54%, არ ენდობა - 21%; ომბუდსმენი - ენდობა 49%, 13% - არ ენდობა; პოლიტიკური პარტიები - 43% ენდობა, 41% - არ ენდობა; ცენტრალური საარჩევო კომისია - 42% ენდობა, 23% - არ ენდობა; ადგილობრივი ხელისუფლება - 42% ენდობა, 36% - არ ენდობა.
ადგილობრივ თვითმმართველობებს მოჰყვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მას 39% ენდობა და 49% არ ენდობა. ამის შემდეგ მოდის რწმუნებულები, რომელსაც 33% ენდობა, 35% არ ენდობა. ბოლო პოზიციაზეა სავაჭრო კავშირები 21%-იანი ნდობით, 31%-იანი უნდობლობით.