რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 82 % უჭერს

რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 82 % უჭერს

რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 82 % უჭერს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას , კითხვაზე "უჭერთ თუ არა მხარს დიალოგის გაგრძელებას რუსეთთან?" - 82 პროცენტმა უპასუხა, რომ სრულიად უჭერს მხარს, 13% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 2% ნაწილობრივ არ უჭერს მხარს, 2 % კატეგორიულად არ უჭერს მხარს, ხოლო გამოკითხულთა 1 პროცენტმა არ უპასუხა ან უპასუხა, რომ არ იცის. 2012 წლის მარტში რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 74% უჭერდა.

კითხვაზე - მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? - 63% პასუხობს, რომ სრულიად უჭერს მხარს, 19% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 6% ნაწილობრივ არ უჭერს მხარს, 5% კატეგორიულად არ უჭერს მხარს, ხოლო გამოკითხულთა 1 პროცენტმა კითხვას არ უპასუხა ან უპასუხა, რომ არ იცის. 2012 წლის მარტში ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი გამოკითხულთა 59% იყო.

IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა "IRI"-ის დაკვეთით ჩატარდა და დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ.