ბიძინა ივანიშვილი იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს

ბიძინა ივანიშვილი იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს . ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ვულოცავ ახალი წლის დღესასწაულს – "კლოჩე სარე სალეს". ეს უძველესი დღესასწაული გაზაფხულის დადგომის, აღორძინების, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანაში.

იეზიდები საქართველოს ღირსეული შვილები ხართ და დიდია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი", - ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში.