თამარ გვერდწითელი და დიმიტრი დუჟევი თბილისში ჩამოვიდნენ

თამარ გვერდწითელი და დიმიტრი დუჟევი თბილისში ჩამოვიდნენ

რუსეთში მცხოვრები ქართველი მოღერალი თამარ გვერდწითელი და რუსი მსახიობი დიმიტრი დუჟევი საქართველოში ჩამოვიდნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტყობინება, დუჟევი საქართველოში მეუღლესთან, პროდიუსერთან და ხმის რეჟისორთან ერთად ჩამოვიდა.
რუსი მომღერალი ხვალ დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელთან ერთად შვიდ დუეტს შეასრულებს.

როგორც დუჟევმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როცა სალაპარაკო ამოწურულია, გრძონობებს სიმღერა გამოხატავს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობით ყოველთვის მოხარულია.