პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ივა ჩიღვინაძემ პროკურატურას განცხადებით მიმართა

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ივა ჩიღვინაძემ პროკურატურას განცხადებით მიმართა

"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ივა ჩიღვინაძემ პროკურატურას განცხადებით მიმართა. 

ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დაკავების მომენტიდან მასზე განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ჩიღვინაძე აცხადებს, რომ მას არაადამიანურად დაკავებიდან 6 თვის განმავლობაში ექცეოდნენ.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჩიღვინაძის თქმით, უკანონო ქმედებები სამართალდამცველებისგან, მათ შორის პროკურორის მხრიდანაც ხორციელდებოდა.

"პროკურორი ხიზანაიძე და სხვები, არაადამიანურად მეპყრობოდნენ. აქციის შემდეგ, ჩემს მანქანას 54 ტყვია აქვს ნასროლი. იმდროინდელმა პროკურატურამ ისე მოახერხა, რომ ის ავტომობილი, რომლითაც აქციის ტერიტორია დავტოვე, საერთოდ გააქრო - შუშები ჩაამტვრიეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ყოფილიყო ნატყვიარებზე. არაადამიანურად მეპყრობოდნენ პოლიციის სამმართველოშიც, მიმდინარეობდა წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც შემდეგ ციხეში გაგრძელდა. ამ პირობებში 6 თვე ვიმყოფებოდი", - აცხადებს ჩიღვინაძე, რომელიც პატიმრობიდან

ამნიტრიის ფარგლებში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, ვაკეში, ჩეხეთის საელჩოსთან რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს.

მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს, რის გამოც სასჯელს გლდანის #8 დაწესებულებაში იხდიდა.