ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, ჯგუფი “The Cure” მიმდინარე წლის ხუთ დეკემბერს ახალ ალბომს გამოუშვებს.
ახალი ჩანაწერი ორი ალბომისაგან შედგება. ის წარმოადგენს ჯგუფის მიერ 8 სექტემბერს “Bestival”-ის მუსიკალურ ფესტივალზე ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს.
ჯგუფის თაყვანისმცემლები ალბომს კომპაქტ დისკისა და ციფრული ფორმატის სახით მიიღებენ. მასში 32 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ამ ჩანაწერის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაციას “Isle of Wight Youth Trust”-ს.
ჯგუფი “The Cure”-ს ბოლო სტუდიურმა ნამუშევარმა “4:13 Dream” დღის სინათლე 2008 წლის ოქტომბერში იხილა.
“Bestival” მუსიკალური ოთხდღიანი ფესტივალია, რომელიც 2004 წლიდან ტრადიციულად დიდი ბრიტანეთის კუნძულ უაიტზე ტარდება. მიმდინარე წელს ის 8-დან 11 სექტემბრამდე გაიმართა.