გია ხუხაშვილი:  საკონსტიტუციო ცვლილებებით დიქტატურის რისკი მოიხსნება

გია ხუხაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებით დიქტატურის რისკი მოიხსნება

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველოში თეორიული დიქტატურის რისკი მოიხსნება. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, საზოგადოებას ამ გზით ირიბად ბოდიშს მოუხდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუხაშვილი საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ სამარეში ჩასვლას პროგნოზირებს.

ექსპერტის თქმით, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის შერიგება უნდა მოხდეს რაიმე ფორმით, მათ შორის ამნისტიით.

"პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება უპირობო ამნისტიასთან დაკავშირებით მიუღებელია", - აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. ხუხაშვილის განცხადებით, მინისტრის პოზიცია შეთქმულების თეორიად არ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ხარვეზები ადვილად მოგვარდება, თუ მხარეები მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმში გადავლენ.