ბიძინა ივანიშვილი ბორჯომის წყალთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი ბორჯომის წყალთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ბორჯომის წყალთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. 

როგორც პრემიერმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, გუშინ წინ მას ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა ეკონომიკის მინისტრთან იმის თაობაზე, რომ გვიანდება პროცესი, წყალს ნორმალური ფასი ჰქონდეს.

ივანიშვილის ინფორმაციით, ტონა წყალში ათ ლარს იხდიან, ბორჯომის ბოთლში კი ბორჯომის ღირებულება ერთი თეთრია. "იქ იყო კორუფციური გარიგება", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბორჯომი როგორც კურორტი დაიბრუნებს ფუნქციას და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.