ზურაბ აბაშიძე ლატვიასა და ლიტვაში ვიზიტს განაგრძობს

ზურაბ აბაშიძე ლატვიასა და ლიტვაში ვიზიტს განაგრძობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე კოლეგებთან ერთად ლატვიასა და ლიტვაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. შეხვედრები ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან იმართება.

ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე. მათთან ერთად დელეგაციაში არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ვიზიტი ორგანიზებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

ოფიციალური ვიზი 11 მარტს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.