ბიძინა ივანიშვილი: პარტიის გასუფთავების პირველი ეტაპი რამდენიმე თვეში დასრულდება

ბიძინა ივანიშვილი: პარტიის გასუფთავების პირველი ეტაპი რამდენიმე თვეში დასრულდება

ეს მედროვეები ყველაზე აქტიურები არიან და ძველიდან ახალში ისე ახერხებენ გადმოსვლას, თვალს ვერ დაახამხამებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას მთავრობაში იმდენად ბევრი საქმე აქვს, რომ პარტიის განვითარებაზე დრო პრაქტიკულად აღარ რჩება.

"ეს მედროვეები ყველაზე აქტიურები არიან. ძველიდან ახალში ისე აპირებენ და ახერხებენ გადმოსვლას, რომ თვალს ვერ დაახამხამებ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პარტიის გასუფთავების პირველი ეტაპი რამდენიმე თვეში დასრულდება.

პარტიის გასუფთავების მეორე ეტაპზე კი როგორც პრემიერმა აღნიშნა, მუშაობა და ყურადღება უფრო ხარისხზე გამახვილდება.