ბიძინა ივანიშვილი:  საქართველოში სომეხ ბიზნესმენებთან დიდი შეხვედრა გაიმართება

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში სომეხ ბიზნესმენებთან დიდი შეხვედრა გაიმართება

უახლოეს მომავალში საქართველოში სომეხ ბიზნესმენებთან დიდი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი ნთქმით, მას გუშინ ჰქონდა ეთნიკურად სომეხ დეპუტატთან შეხვედრა, რომელზეც საუბარი სამცხე-ჯავახეთის პრობლემებსაც შეეხებოდა.

"ვგეგმავთ, რომ უახლოეს მომავალში დიდი შეხვედრა გავმართოთ სომეხ ბიზნესელიტასთან, რომლებიც როგორც სომხეთში, ისე საზღვარგარეთ საქმიანობენ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე დეპუტატისთვის ცალკე ოფისის გახსნის შესახებ, რათა სომხურ დიასპორას მეტი ყურადღება მიექცეს. "მე არ მგონია, რომ რამე სტრატეგიულად უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ, ბიზნესმენთა შეხვედრები, ინვესტიციები", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მისივე შეფასებით, სომხებთან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ორი დღის წინ სატელეფონო საუბარი სომეხ კოლეგასთანაც ჰქონდა. "ძალიან აქტიურად და მეგობრულად ვთანამშრომლობთ", - დასძინა მან.