ბიძინა ივანიშვილი:  იპოთეკური სესხების პრობლემებზე ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ

ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკური სესხების პრობლემებზე ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ

იპოთეკური სესხების პრობლემასთან დაკავშირებით ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პროცესი არის ძალიან რთული. 

"ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ბანკებიც გაჭედილი არიან. ჩემთანაც მხვდებიან ხშირად სახლთან დაზარალებულები, როდესაც ავდივარ. აღარ ვიცი, როგორც მოვიქცე", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბანკებთან მოლაპარაკების მიღწევა კიდევ შესაძლებელია, თუმცა ძალიან აფერხებს პროცესს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიმრავლე.

"ახლაც ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ, რაც უფრო ღრმად შევდივართ ამ პროცესში, მით უფრო რთული სიტუაციაა",-განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ კომისია მუშაობს და მცირე შედეგი მაინც იქნება.