ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თსუ-სთან მემორანდუმი გააფორმა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თსუ-სთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. მემორანდუმს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, თსუ სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლიან. ამასთან, სამინისტრო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მონაწილეობას ერთობლივი პროექტების გახორციელებაში. თავის მხრივ, თსუ სამინისტროს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს.