ვუდი ალენი: ომი, რომელიც პუტინმა გამოიწვია, შემზარავია - თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა, არ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტა კარგი გზაა დასახმარებლად

ვუდი ალენი: ომი, რომელიც პუტინმა გამოიწვია, შემზარავია - თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა, არ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტა კარგი გზაა დასახმარებლად

ამერიკელმა რეჟისორმა, ვუდი ალენმა მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში მისი მონაწილეობის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას უპასუხა.

ალენმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მოსკოვის კინოფესტივალში მისი მონაწილეობა რუსული სისასტიკის გათეთრებას“ ისახავდა მიზნად.

რაც შეეხება კონფლიქტს უკრაინაში, მტკიცედ მწამს, რომ ვლადიმირ პუტინი სრულიად არასწორად იქცევა. ომი, რომელიც მან გამოიწვია, შემზარავია. თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა, არ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტა კარგი გზაა დასახმარებლად“, - განუცხადა ამერიკელმა რეჟისორმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-.

ალენმა 24 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ვიდეოკონფერენციაში, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე ის ხელოვნური ინტელექტის განვითარების გათვალისწინებით, კინემატოგრაფიის მომავალზე საუბრობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული კინო ყოველთვის მოსწონდა.

Aburjga Tasmanieli მიუხედავად დიდი აღიარებისა შენ არც ადრე იყავი პიროვნება, კაცი ვისთვისაც ხელის ჩამორთმევა არ შეგეზარებოდა! ახლა კი მთლად წამხდარხარ! ომი პუტინმა გამოიწვია ხომ, და ნატო და ევროკავშირი, ამერიკა, კანადა და დიდი ბრიტანეთი არაფერ შუაშია, არა?! მაშინ მტყუვნის დედის საფლავზე გადაიარა ღორების კოლტმა! ასეთი ვიგინდარები როგორ ხართ ყველა დიდიან პატარიანად, ხელოვანი თუ მეცნიერი! მგი-თ ხელოვნება და ჰოლივუდი, ყველაფერი სიმყრალის და უბედურების სათავე!
1 საათის უკან