ყველა მცდელობა გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, გადაიყვანონ სიტუაცია კრიმინალურ, არალეგალურ რელსებზე, იქნება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად პასუხგაცემული

ყველა მცდელობა გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, გადაიყვანონ სიტუაცია კრიმინალურ, არალეგალურ რელსებზე, იქნება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად პასუხგაცემული

საკუთარი ქვეყნის სიძულვილი, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არის ის ლაიტმოტივი, რა ხაზზეც დადის რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც კანონის ფარგლებს გასცდება, გაეცემა მკაცრი პასუხი.

საქართველოში რადიკალიზმი ვერ გაიმარჯვებს, ეს გამორიცხულია. ყველა მცდელობა გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, გადაიყვანონ სიტუაცია კრიმინალურ, არალეგალურ რელსებზე, იქნება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად პასუხგაცემული“, - აცხადებს მათიკაშვილი.

IRI-ის პროგრამების დირექტორის სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა, დადასტურდა - დესტაბილიზაციის მცდელობის მორიგი ტალღა სექტემბრისთვის მზადდება. უკვე დაანონსებულია 13 სექტემბრის აქცია. მათი მხრიდან გააქტიურდა საუბარი უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზეც.