მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მოსკოვში ვიზიტად მყოფ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში შედგა. "შეხვედრაზე განიხილეს აფხაზი და რუსი ხალხის სულიერი ურთიერთობები",-განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა ალექსანდრე ვოლკოვმა.
დღესვე ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს.