ბიძინა ივანიშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვერა მაშადოს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სამომავლო ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

2013 წელს საქართველო-ბრაზილია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს აღნიშნავს. მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ფორმატები შეიმუშავეს.