რიჩარდ ნორლანდი:

რიჩარდ ნორლანდი: "აგრარული უნივერსიტეტის თემა საჭიროებს შესწავლას, რომ აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის თემა საჭიროებს შესწავლას, რომ აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.

ამის შესახებ ნორლანდმა აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"როგორც დემოკრატიულ, ისე ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემის შესწავლა მოხდება. ადრე იყო ბრალდებები, რომ აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში არევა ხდებოდა, ახლა გვესმის ბრალდებები, რომ ახლაც იგივე ხდება. ეს თემა საჭიროებს შესწავლას, რომ აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს", - განაცხადა ნორლანდმა.