აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს შეხვედრისკენ მოუწოდებენ

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს შეხვედრისკენ მოუწოდებენ

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უმაღლესი სასწავლებისთვის აკრედიტაციის შენარჩუნებას ითხოვენ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა გურამ ქარქაშაძემ და არჩილ დონდუამ განაცხადეს. 

სტუდენტებმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს განათლების მინისტრს, რომ მათ შეხვდეს. გურამ ქარქაშაძის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტი სწავლის მხრივ წამყვან პოზიციაზე დგას. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს 16:00 საათზე, განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრთან გამართავენ აქციას და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

"დღეს ვმართავთ აქციას და 19:00 საათამდე დაველოდებით ავტორიზაციის საბჭოს განაჩენს", - აცხადებს არჩილ დონდუა.