იუსტიციის სამინისტრო:

იუსტიციის სამინისტრო: "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე ვენეციის კომისიის პოზიცია ცალსახად დადებითია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია "ცალსახად დადებითია". ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა , მარიამ სხილაძემ განუცხადა, რომელიც ვენეციაში იმყოფება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის განხილვა ვენეციის კომისიის სხდომაზე რამდენიმე წუთში დაიწყება.

"ჩვენ უკვე გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად ტექსტს და შეიძლება ითქვას, რომ ის ცალსახად დადებითია. რაც შეეხება დეტალებს, ამაზე საუბარი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება", - აღნიშნა მარიამ სხილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა, შესვენებაა გამოცხადებული.