ქსნის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს

ქსნის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს

ქსნის #15 დაწესებულების დირექტორად მერაბ არობელიძე დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს , არობელიძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 

არობელიძემ ქსნის ციხეში ნუკრი ხუხუა შეცვალა, რომელმაც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ჯერ უცნობია ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან ხუხუა. თუმცა მან, სავარაუდოდ, თანამდებობა გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევის გამო დატოვა, რაც დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრის შეურაცხყოფას უკავშირდება.