საქართველოში დათბება

საქართველოში დათბება

საქართველოში 12 მარტის ჩათვლით დათბება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა , გუშინ საქართველოში ღამით ყინვები დაფიქსირდა. მათ შორის თბილისში - 4 გრადუსი იყო, გორში კი -7. 

ამასთან დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დათბება და მზიანი ამინდები 12 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება. თუმცა, ზოგიერთ რაიონებში შესაძლოა იყოს მცირე წვიმა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 17 გრადუსი იქნება.

ნიორაძის თქმით, 12 მარტის შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი კლება არ დაფიქსირდება.