H1N1 ვირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული კიდევ 9 შემთხვევა დაფიქსირდა

H1N1 ვირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული კიდევ 9 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში H1N1 ვირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული კიდევ 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 293 შეადგინა. მათგან 22 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების 16 შემთხვევა მოდის. გარდაცვლილთა შორის სამი ორსული იყო, ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვი, ერთი კი - 5-დან 14 წლამდე ასაკის. გარდაცვალების ერთი შემთხვევა 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც დაფიქსირდა.

ცენტრში განმარტავენ, რომ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევების უკან უამრავი დაუდასტურებელი შემთხვევა დგას. ცენტრში სინჯებს მძიმე შემთხვევებზე აკეთებენ.
ამასთან, გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ მიმართვიანობა მარტის ბოლოსთვის მკვეთრად იკლებს, აპრილში კი ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება.