პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას 20 მარტიდან დაიწყებს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას 20 მარტიდან დაიწყებს

20 მარტიდან პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას და მისი მიღების პროცესს შეუდგება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარული სხდომის ბოლოს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მან კოლეგებს მიმართა, რომ მომავალი კვირა საკომიტეტო მოსმენებისთვის გამოიყენონ, 20 მარტიდან კი საკონსტიტუციო საკითხებზე მუშაობის დაწყებისთვის მოემზადონ.

პარლამენტში ორი საკონსტიტუციო ინიციტივაა ინიცირებული. აქედან ერთი პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება, მეორე კი - პრეზიდენტის უფლებამოსილებებს მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნასთან მიმართებაში.

სადღეისოდ მმართველი გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩამოართვას პრეზიდენტს საკონსტიტუციო უფლებამოსილება, რომელიც მას პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, მისთვის სასურველი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას ანიჭებს.