თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ნატო-ში უახლოეს მომავალში გაიგზავნება

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ნატო-ში უახლოეს მომავალში გაიგზავნება

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ნატო-ში პარტნიორებთან შესათანხმებლად უახლოეს მომავალში გაიგზავნება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი პრაქტიკულად უკვე შეჯერებულია.

"მიმოხილვის დოკუმენტში საფრთხეების შეფასების კუთხით დიდი ცვლილება ჩვენს ხედვაში არ არის, რადგან პრაქტიკულად, ჩვენი რეგიონული საფრთხეები, რაც აქვს საქართველოს, არ შეცვლილა. მაგრამ ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ისიც, თუ რა პრიორიტეტებით უნდა განვითარდეს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეფორმები. ეს მორგებულია ამ საფრთხეებს. აღინიშნა ისიც, რომ არსებობს გარკვეული სიახლე, ეს არის კონკრეტულად პრაგმატული პოლიტიკის დაწყება რუსეთის ფედერაციასთან ჩევნი ურთიერთობების კუთხით, რაც პოტენციურად აჩენს შანსს, რომ ნორმალიზება დაიწყოს ორ ქვეყანას შორის. თუმცა, დღეს არსებული ვითარებით, საფრთხეების შეფასების კუთხით არაფერი შეცვლილა. ჯერ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ რაიმე ფორმით საფრთხეები შემცირდა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.