რუსული მედიის ცნობით, გივი თარგამაძის მონაცემები ინტერპოლის ძებნილთა ბაზაში განთავსდა

რუსული მედიის ცნობით, გივი თარგამაძის მონაცემები ინტერპოლის ძებნილთა ბაზაში განთავსდა

საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის მონაცემები ინტერპოლის ძებნისა და დაკავების ბაზაში განთავსდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

"1-ელი მარტიდან თარგამაძე ინტერპოლით იძებნება", - აღნიშნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო მასალები თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.

გივი თარგამაძე რუსეთში 2012 წლის 6 მაისს მომხდარი მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.