ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილს "ნაცმოძრაობისგან" კონსტრუქციული ოპონირების სურვილი აქვს

ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობისგან" კონსტრუქციული ოპონირების სურვილი აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, უმცირესობას კონსტრუქციულობა მოეხერხებინა. ნუ შეეცდებიან სიცრუის აჟიტირებას, რამეთუ მათ ნახეს პირველ ოქტომბერს, რომ არც ისე იოლია ჩვენი საზოგადოების მოტყუება. ჩემი დიდ სურვილი იქნებოდა, ისინი დარჩნენ კონსტრუქციულ ოპონენტებად", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, როგორი იქნებოდა მისი კომენტარი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებაზე სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით.