რიჩარდ ნორლანდი საზმაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

რიჩარდ ნორლანდი საზმაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა, საელჩო მომხდარზე განსხვავებულ მოსაზრებებს ისმენს. 

"საკითხის პრინციპულობიდან გამომდინარე, აშშ მხარს უჭერს პრესისა და მედიის თავისუფლებას. არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებულ მოსაზრებებს ვისმენთ. ამიტომ, ახლა რაიმე სახის დასკვნას ვერ გამოვიტანთ. ეს არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ქართველი ხალხის ინტერესებშიცაა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.