ბაჩო ახალაია საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარს აცხადებს

ბაჩო ახალაია საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარს აცხადებს

ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარს აცხადებენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე, სადაც ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდბეული 6 პირის საქმე განიხილება, მოსამართლემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების თანახმად, ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში საჯარო მოხელეების საქმეებს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები.

მოსამართლე ეკა არეშიძემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს წესები, თუმცა ბრალდებულებმა უარი თქვეს, მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე.
ამასთან, ბრალდების მხარემ დღეს უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულების სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლე ეკა არეშიძე ამ წუთებში გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.