"მოძრაობა საპარლამენტო მონარქიისთვის" საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

"მოძრაობა საპარლამენტო მონარქიისთვის" დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა დღეს გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობიდან აცნობეს, მოძრაობის ინიციატორები არიან ყოფილი "ტრადიციონალისტი" აკაკი ასათიანი, მწერალი დათო ტურაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი გიორგი ხევიაშვილი და სხვები. 

შეხვედრაზე დაფუძნდა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც უნდა დააფუძნოს მოძრაობა და დაიგეგმა კონფერენცია სახელწოდებით "კონსტიტუციური მონარქია _ ევროპული გამოცდილება."

კონფერენცია მაისში ჩატარდება. მანამდე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გეგმავს. კერძოდ იმ ქვეყნების საელჩოებთან, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, საპარლამენტო მონარქიის თემა უნდა გახდეს საზოგადოების ფართო განსჯის საგანი.