პარლამენტში სათამაშო ბიზნესის აკრძალვაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების პეტიციას განიხილავენ

პარლამენტში სათამაშო ბიზნესის აკრძალვაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების პეტიციას განიხილავენ

სათამაშო ბიზნესიდან 2012 წელს ბიუჯეტში 94 177 389 ლარი შევიდა, აქედან სანებართვო მოსაკრებლის სახით შესულია 48 790 000 ლარი, ხოლო კვარტალური მოსაკრებლის სახით 45 387 389 ლარი. 

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები შემოსავლის სამსახურმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა, სადაც ამ წუთებში სათამაშო ბიზნესის აკრძალვის ან მაქსიმალურად შეზღუდვის თაობაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პეტიციას განიხილავენ.

შემოსავლების სამსახურების მონაცემებით, დღეს მდგომარეობით, სათამაშო ბიზნესის სფეროში 202 ნებართვაა გაცემული, აქედან დღეს საქართველოში მოქმედებს 15 სამორინე, 61 სათამაშო აპარატების სალონი, 90 ტოტალიზატორი, ასევე წამახალისებელი გათამაშების მოწყობისთვის გაცემულია 30 ნებართვა, არის ორი აზარტული კლუბი, ხოლო ლოტოს მოწყობისთვის 4 ნებართვაა გაცემული სახლმწიფოს მხრიდან.