დოდო შონავა - საზმაუწყებლის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას მოითხოვენ

დოდო შონავა - საზმაუწყებლის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას მოითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას მოითხოვენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "მეორე არხის" გენერალურმა პროდიუსერმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დოდო შონავამ განუცხადა. მისი თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცეს. 

ამასთან, საინიციატივო ჯგუფმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც, შონავას თქმით, 200-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს და ვითხოვთ შეჩერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, საკითხის სამართლებრივ გარკვევამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.