დავით ბერძენიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმე კარგად არ არის

დავით ბერძენიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმე კარგად არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს , რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმე კარგად არ არის. 

მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შეფასებისას დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ბორდმა გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბარათაშვილი ორი თვის წინ დანიშნა და მას შემდეგ, რაც ბარათაშვილმა გადააყენა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ბორდმა ის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნა.

"განცხადება, რაც ბორდის მხრიდან გაკეთდა ნამდვილად შეიცავს პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნებს და გულისტკივილს, რომ ეს ბორდი ეხლა სხვა რეალობაში სხვა ხელისუფლების პირობებში მუშაობს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ინიციატივები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით პარლამენტში შედის, პარლამენტის მხრიდან განხილვის და მსჯელობის საგანი აუცილებლად უნდა გახდეს.