ჩეხეთის სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

ჩეხეთის სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

ჩეხეთის სენატმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის, ვაცლავ კლაუსის იმპიჩმენტს, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 7 მარტს ეწურება. ამის შესახებ "ესოშიეითედ პრესი" იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უმაღლესი პალატის 38-მა წევრმა, 30 კი წინააღმდეგი იყო. სენატი ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.
სენატმა ასევე კონსტიტუციურ სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაადგინოს, დაარღვია თუ არა ვაცლავ კლასუმა კონსტიტუცია 1 იანვარს 6 ათასი პატიმრის შეწყალებით. საყოველთაო ამნისტიის შედეგად, ჩეხეთის ციხეები სხვა პატიმრებთან ერთად დატოვეს მაღალჩინოსნებმაც, რომლებიც თაღლითობის ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებულნი.

თუ კლაუსს სასამართლო დამნაშავედ სცნობს, მას საპრეზიდენტო პენსიის დაკარგვა ემუქრება.

თუმცა, სენატის გადაწყვეტილებას "ისტერიულს" უწოდებს ჩეხეთის ახალარჩეული პრეზიდენტი, მილოშ ზემანი და აცხადებს, რომ "პარლამენტს თავის დროზე უნდა ეზრუნა ამნისტიის კანონის გადადებაზე".