უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფინანსური ამნისტიის ინიციატივა პრეზიდენტმა პარტიული ბიზნესის დაცვისთვის მოამზადა

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფინანსური ამნისტიის ინიციატივა პრეზიდენტმა პარტიული ბიზნესის დაცვისთვის მოამზადა

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ-ფინანსურ დანაშაულთა ამინისტირებისა და დეკრიმინილაზაციის ინიციატივა პრეზიდენტმა მასთან დაკავშირებულ ნომენკლატურული, პარტიული ბიზნესის დაცვის მიზნით მოამზადა. 

ასეთი პოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას დაფიქსირდა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სურვილია, ბიზნესმენთა ის ნაწილი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ხელშეუხებელი იყვნენ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვერავინ გაუბედავდა, კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ამასთან, კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პროცედურულ საკითხებზე და დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ვალდებული იყო ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები შეეთანხმებინა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულთა დეკრიმინალიზება და ასეთი ტიპის გადაცდომების ამინისტირება პირველ ოქტრომბრამდე განეხორციელებინ. თუმცა უმრავლესობის წევრების აზრით, პრეზიდენტი ახლა ცდილობს ჰუმანური ადამიანის შტაბეჭდილება მოახდინოს და წარმოდგენილი ინიციატივის იდენტიფიცირება მის პერსონასთან დააკავშიროს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის ინიციატივაზე მთავრობის შენიშვნები სრულად გაიზიარა, ასევე აქცენტი გააკეთდა იმაზე, რომ პრეზიდენტი საკანონმდებლო ინიციატივას არ ახლავს სტატრისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ პირს შეიძლება შეეხოს ფინანსური ამნისტია. კომიტეტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.