ქსნის ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ქსნის ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ თანამდებობა დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხუხუამ განუცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

თუმცა ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების აწ უკვე ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს არ აკონკრეტებს.

ამასთან, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პატიმრები ხუხუას თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.