ვახტანგ ხმალაძე:  პარლამენტმა საზმაუწყებლის საკითხი უნდა შეისწავლოს

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტმა საზმაუწყებლის საკითხი უნდა შეისწავლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ვახტანგ ხმალაძისთვის "ცხადია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ იძლევა საშუალებას , პოლიტიკურად ნეიტრალური ან პოლიტიკურად გაწონასწორებული იყოს".

ამ კონტექსტში დეპუტატი სამეურვეო საბჭოს შექმნის კანონით განსაზღვრულ წესზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "საბჭო უნდა იყოს ისეთი, რომელიც საზოგადოების თამაშს ითამაშებს და არა - ჩემი უმრავლესობის, თუ მათი ოპოზიციის".

როგორც ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას და მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილის პარლამენტისადმი მიმართვის საპასუხოდ განუცხადა, პარლამენტმა აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს და კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში იმოქმედოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი გენერალური დირექტორის გარეშეა დარჩენილი. სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. მანამდე კი, ბარათაშვილმა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი დაითხოვა.

ამასთან, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა მიმართა პარლამენტს და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე რეაგიარება ითხოვა.