მიხეილ სააკაშვილი:  ხშირად აღარ დავდივარ ბათუმში

მიხეილ სააკაშვილი: ხშირად აღარ დავდივარ ბათუმში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საზაფხულო თეატრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა , საზაფხულო თეატრი აშენდა ლევან ვარშალომიძის ინიციატივით, რათა ბათუმში ტურიზმის ჩავარდნა არ მოხდეს. პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებში ბათუმში რამდენიმე თეატრი და უნივერსიტი აშენდა.

"ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ბათუმისთვის, რადგან ეს თეატრი იყო ოთხჯერ უფრო პატარა, ვიდრე რაც აშენდა. აღადგინეს ლევან ვარშალომიძის ინიციატივით და იმისათვის, რომ ბათუმში არ მოხდეს ჩავარდნა ტურიზმშის, რაც სამწუაროდ ხდება საქართველოში ბევრ ადგილზე. იმისათვის, რომ ხალხს არ მოაკლდეს შემოსავალი ბოლო თვეებში და წლებში, ასეთი ობიექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბოლო წლებში ბათუმში ავაშენეთ რამდენიმე მუზეუმი, ჩვენ ავაშენთ ორი მთლიანად ახალი, მაგარი თეატრი, ჩვენ ავაშენეთ ორი უნივერსიტეტი - ხელოვნების უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და აღარ ვლაპარაკობთ სხვა ინფრასტრუქტურებზე და პროექტებზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ბოლო დროს ბათუმში ხშირად აღარ დადის. როგორც მიხელ სააკაშვილმა აღნიშნა, მასზე ამბობენ, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის აშენებს შენობებს.

"ძალიან ხშირად ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ამას აშენებს საკუთარი გართობისთვის იმიტომ, რომ ეს მას სიამოვნებს და მოსწონს. მინდა ვუთხრა ყველას, ეს ყველაფერი აშენდა ბათუმისთვის და საქართველოსთვის. მე ნამდვილად, საერთოდ აღარ დავდივარ ხშირად, ბოლო ხანებში, ბათუმში. არ ვაპირებ ხშირად სიარულს იმიტომ, რომ ბათუმელებმა უნდა დიანახონ, გაიგონ და მიხვდნენ, რომ, რა თქმა უნდა, ეს კეთდება მათთვის, მათი სამუშაო ადგილების გაზრდისთვის, იმისთვის, რომ არ ჩაკვდეს აქ ცხოვრება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.