ზვიად ძიძიგური:  უმცირესობაში ისეთი პირები მოიძებნებიან, რომლებიც სააკაშვილთან ჭიპლარით მიბმულნი არ არიან

ზვიად ძიძიგური: უმცირესობაში ისეთი პირები მოიძებნებიან, რომლებიც სააკაშვილთან ჭიპლარით მიბმულნი არ არიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლიდან არც ერთი საინტერესო წინადადება არ მოუსმენია. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები მარტის ბოლოს კენჭისყრაზე დადგება, ხოლო "უმცირესობის რიგებში ისეთი პირები მოიძებნებიან, რომლებიც სააკაშვილთან ჭიპლარით მიბმულნი და მის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არიან".

"დარწმუნებული ვარ, რომ მარტის ბოლოს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა და კონსტიტუციიდან ის მახინჯი ნორმა ამოვა, რომლითაც სააკაშვილს მთავრობის დათხოვნის უფლება აქვს. შეუძლებელია ამ კაცთან შეთანხმება. ვინც მას იცნობს, იცის, რომ სააკაშვილთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მას ხელის ჩამორთმევა და შეთანხმების შეცვლა სჩვევია. მის ასეთ ქმედებებს პრემიერ-მინისტრის ღირსეული ნაბიჯი ხვდება. სააკაშვილი პოლიტიკურად საკმაოდ შელანძღულად გამოიყურება", – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენიულ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.

პარლამენტში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შევიდა.
ცვლილებები შედის როგორც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში, ასევე "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".

ცვლილებებით პირის მიერ პირველ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან გადატანილია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

კანონპროექტის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზაცია და სისხლისამართლებრივი ღონისძიების მხოლოდ ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებული პირის მიმართ გამოიყენება.

სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის დადგება იმ შემთხვევაში თუ ასეთი ქმედება პირმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ.

გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ.

კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ მიიღებს საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას.

კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნულია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

კანონპროექტის ავტორი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრია აპარატია, ინიციატორი კი მთავრობა.