მერილინ მენსონის საეჭვო აღიარება

მერილინ მენსონის საეჭვო აღიარება

ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Billboard” საკუთარ მკითხველებს შორის ერთი ორიგინალური გამოკითხვა ჩაატარა. მუსიკის მოყვარულებს ყველა დროის ყველაზე “საშინელი” მუსიკოს-შემსრულებლები უნდა გამოევლინათ. ეს გამოკითხვა მიეძღვნა ჰელოუინის დღესასწაულს, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება. “ურჩხულთა” ჩამონათვალში მოხვდნენ ის მომღერლები რომლებიც აშკარად გამოირჩევიან იერსახით, ჩაცმით, კომპოზიციების შესრულების მანერითა და სცენაზე მოქცევით.

 

ამ ჩამონათვალის პირველ საფეხურზე ცნობილი მომღერალი მერილინ მენსონი აღმოჩნდა. ის გამოარჩიეს ჩაცმის, ქცევის, მაკიაჟისა და საერთოდ “საშინელი” მუსიკალური სტილის გამო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მენსონის ნებისმიერი ვიდეოკლიპი საშინელებათა სურათების ზუსტ ანალოგიას წარმოადგენს.

 

მეორე ადგილი “მშვენიერ” ლედი გაგას ერგო. ეს ყურადღება ამ ქალბატონმა ექსტრავაგანტური ჩაცმის სტილის გამო დაიმსახურა.

 

“საპატიო” მესამე ადგილი ჯგუფმა “Slipknot” დაიკავა. მისი წევრები სცენაზე ყოველთვის საშინელი ნიღბებით გამოდიან.

 

ამ ორიგინალური რეიტინგის პირველი ათღეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. მერილინ მენსონი

 

2. ლედი გაგა

 

3. Slipknot

 

4. ოზი ოსბორნი

 

5. ელის კუპერი

 

6. რობ ზომბი

 

7. ტაილერ ოკონმა (სცენაზე – The Creator)

 

8. Gwar

 

9. Insane Clown Posse

 

10. ჯინ სიმონსი (Kiss)