ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა ამერიკელმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა დევიდ კრონენბერგმა ძირითად პროფესიასთან ერთად მწერლობაც განიზრახა.
68 წლის საკულტო რეჟისორმა განაცხადა, რომ ახლახან რომანის წერას შეუდგა. მართალია, ბოლომდე ჯერ თვითონაც არა აქვს გაცნობიერებული, რას თხზავს, მაგრამ შედეგის იმედი ნამდვილად აქვს.
“ჩემი მომავალი ნაწარმოები არ დაემსგავსება სტივენ კინგის თხზულებებს. ის მისი ნაწარმოებებივით იდუმალებით მოცული, საშინელი ან ფანტასტიკური ალბათ არ გამოვა.
საკუთარი იდეების შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. გარწმუნებთ, რომ ძალ-ღონეს არ ვზოგავ, რომ ჩემი ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანო. იმედი მაქვს, რომ ის მკითხველებისათვის საინტერესო და დაუვიწყარი იქნება. ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოვა ამ საქმისაგან. სცენარების წერის დიდი გამოცდილება გამაჩნია. დარწმუნებული ვარ რომ სერიოზული რომანი ურიგო არ გამომივა.” – განაცხადა დევიდ კრონენბერგმა.