დავით უსუფაშვილის ვიზიტი აშშ-ში უახლოეს თვენახევარში შედგება

დავით უსუფაშვილის ვიზიტი აშშ-ში უახლოეს თვენახევარში შედგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა "თბილისი მარიოტში" დასრულდა .

შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრეს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ავღანეთში საქართველოს მისიაზე.

"ამერიკის შეერთებული შტატები და კონგრესი რჩებიან ჩვენი ქვეყნის უპირველეს მეგობრად და მხარდამჭერად. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ უახლოესი თვენახევრის განმავლობაში ჩავალ ვაშინგტონში და იქ გავმართვა შეხვედრებს", აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა, ასევე, კომენტარი გააკეთა, თუ როგორია კონგრესმენების შეხედულება სამართლებრივი დევნის საკითხებისადმი საქართველოში.

"მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში კანონის უზენაესობას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ეს იციან კონგრესმენებმა. ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ეს კანონდარღვევები ასახულია კონგრესის ანგარიშიც. კონგრესმენებმა ასევე იციან, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარება ერგო ახლანდელ მთავრობას",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკელები და ევროპელები მხარში უდგანან ახალ მთვრობას, რათა ქვეყანა გაიმართოს, არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო, პროფესიონალი პროკურორები და თავისუფალი მედია.

უსუფაშვილის თქმით, სწორედ აქეთკენ არის ახალი მთავრობის მუშაობაც მიმართული.

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარესთან დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "რესპუბლიკელი" კონგრესმენები - დენა რორაბაქერი, თედ პოუ და პოლ ქუქი, ასევე - "დემოკრატი" ბრაიან ჰიგისი.