ვანო მერაბიშვილი – ივანიშვილი აღმოჩნდა გაცილებით უარესი, ვიდრე ჩვენ

ვანო მერაბიშვილი – ივანიშვილი აღმოჩნდა გაცილებით უარესი, ვიდრე ჩვენ

ბიძინა ივანიშვილი პროვინციული დიქტატურის კარიკატურაა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა .
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რომ ასეთი გზებით ის ახალ დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ააშენებს.

"ჩვენზე დაპირისპირებულია რუსეთი და მე არ მეშინია. ჩვენზე დაპირისპირებულია ბიძინა ივანიშვილი და არ მეშინია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პროვინციული დიქტატურის კარიკატურაა და რა თქმა უნდა, ასეთი კომიკური დიქტატურა XXI საუკუნეში ვერ დამყარდება და ის ვერ შეძლებს საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას", - აღნიშნა მერაბიშვილმა "რუსთვი - 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და ეკონომიკური განვითარება, სჭირდება ახალი იდეები.

"ბიძინა ივანიშვილმა თუნდაც ჩვენს შეცდომებზე მაინც ისწავლოს. ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა მისცა ხმა, რომ ის ყოფილიყო უკეთესი ვიდრე ვიყავით ჩვენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს სამწუხაროდ, ის აღმოჩნდა გაცილებით უარესი, ვიდრე ჩვენ", - დასძინა მერაბიშვილმა.