ვანო მერაბიშვილი - შევასრულებ იმ ფუნქციას, რაც ქალაქის მერს აკისრია, რათა თბილისს ოლეგა იაძეები არ დაეპატრონონ

ვანო მერაბიშვილი - შევასრულებ იმ ფუნქციას, რაც ქალაქის მერს აკისრია, რათა თბილისს ოლეგა იაძეები არ დაეპატრონონ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მზად არის, თბილისის მერიაში სამუშაოდ გადავიდეს. როგორც მერაბიშვილმა "რუსთვი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, დაგეგმილია, რომ სხვა დიდი თუ პატარა ოლეგ იაძეები გაუძღვნენ თბილისს და სწორედ ასეთი ადამიანები მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჰგონია, რომ ასეთი ადამიანებით ააშენებს XXI ააშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. 

"თუ მოხდა და შეძლო ივანიშვილმა ყოველგვარი ნორმების უხეში დარღვევით, არ მისცა გიგი უგულავას ქალაქის მერის მოვალეობის შესრულების საშუალება, იმავე წუთს, იმავე დღეს გადავალ მერიის შენობაში და ჩემს მეგობრებთან ერთად შევასრულებ იმ ფუნქციას, რაც ქალაქის მერს აკისრია, რათა ქალაქში არ იყოს შექმნილი ის ქაოსი, რაც ქვეყანაშია და ოლეგა იაძეები არ დაეპატრონონ თბილისს", - აღნიშნა მან.