პროკურატურაში თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი მივიდა

პროკურატურაში თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი მივიდა

მთავარ პროკურატურაში თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მაიზერ ლიპარტელიანი მივიდა. 

ლიპარტელიანი პროკურატურაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთნ დაკავშირებით დაიკითხება.

ამასთან, პროკურატურაში ლიპარტელიანი გუშინაც დაიკითხა. დაკითხვის შემდეგ, პოლიციის ყოფილმა უფროსმა არ დააკონკრეტა, რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დაკითხვა იგივე თემაზე გასულ წელსაც მოხდა.

ამასთან, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ იგი პროკურატურაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში დაიბარეს.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე , დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა დაკითხვაზე დასმული შეკითხვები ეხებოდა ჩემი საპატრულო პოლიციაში მუშაობის პერიოდს. დაკითხვა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, იმ საქმის ირგვლივ, რომელზეც ბოლოს შარშან დავიკითხე. გავრცელებული კადრების შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ დამიბარეს პროკურატურაში, რაც საფუძვლიან ეჭვს მაძლევს, რომ ირიბი კავშირი არსებობდა ", - განაცხადა გუშინ მაიზერ ლიპარტელიანმა.

როგორც ცნობილია, მაიზერ ლიპარტელიანი ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.