ნოდარ ხადური - საზმაუწყებლის შემოწმებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნები მზადაა

ნოდარ ხადური - საზმაუწყებლის შემოწმებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნები მზადაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება გრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაარსების დღიდან არ შემოწმებულა და შესაბამისად, ძალიან ბევრი საქმეა.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ შუალედური დასკვნები უკვე მზადაა და ეს გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.