დავით სერგეენკო - საქართველო თებერვლის ბოლოდან უნივერსალურ ჯანდაცვაზე გადადის

დავით სერგეენკო - საქართველო თებერვლის ბოლოდან უნივერსალურ ჯანდაცვაზე გადადის

საქართველო თებერვლის ბოლოდან უნივერსალურ ჯანდაცვაზე გადადის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, საუბარია ორი მილიონი მოქალაქის სამედიცინო მომსახურების 100%-ით უზრუნველყოფაზეც, რისთვის საჭირო თანხაც ბიუჯეტში პირველი თებერვლიდან გათვალისწინებულია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, პროექტი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე არანაირი სადაზღვეო პაკეტით არ სარგებლობენ.

ამავდროულად, მინისტრის განმარტებით, პირველი აპრილიდან 100-დან 125 ლარამდე იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ასეთი ადამიანების ოდენობა 21 000-მდეა, ბიუჯეტით კი, ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი.